LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბერთის ბანკის „ახალ“ ბარათზე უკვე იმდენად მაღალი ინტერესია, რომ ჩვენი მოლოდინები მართლდება – საქართველოში, ასეთი პროდუქტი, დღემდე არავის ჰქონია – ვაჟა მენაბდე / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

4
Untitled design - 2021-11-26T161430.811

ცოტა ხნის წინ „ლიბერთი ბანკი“ განახლებული სტრატეგიითა და ხედვით წარდგა საზოგადოების წინაშე. „ახალი ლიბერთი, ახალი ცხოვრებისთვის“, ასეთია ბანკის დევიზი.

წინა კვირაში ვნახეთ ახალი საკრედიტო ბარათიც, რომელიც მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

„ლიბერთი ბანკის“ სტრატეგიაზე და სიახლეებზე მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორი ვაჟა მენაბდე გვესაუბრება.

-ვაჟა, როგორც ვიცით, დიდი ხანია დაიწყო გაახლების პროცესი „ლიბერთი ბანკში“, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე თქვენ არ მოგეცათ პრეზენტაციის საშუალება, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის წინ იყო პრეზენტაცია, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ძალიან საინტერესო ახალი ხედვით. რას სთავაზობს საზოგადოებას „ლიბერთი ბანკი“, მას შემდეგ, რაც ახალი სტრატეგია – „ახალი ლიბერთი, ახალი ცხოვრებისთვის“ წარადგინეთ?

– ჩვენი ახალი სტრატეგია ეფუძნება და ჩვენი ახალი სტრატეგიის გახლავთ ის, რომ ჩვენ ვცვლით ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენი მომხმარებლების მიმართ.
გვინდა, მაქსიმალურად მომხმარებლებზე ორიენტირებული ვიყოთ. ახალი სტრატეგია ორიენტირებული იქნება მომხმარებლის საჭიროებებზე. რას ელოდება ბანკისგან და რისი მოგვარება უნდა, რით შეგვიძლია, გავიოლოთ ყოველდღიურობა. გვინდა, მათ  საჭიროებებს ვუპასუხოთ და შესაბამისად აქედან გამომდინარე გავაკეთოთ ჩვენი შეთავაზებები და აქედან ავაწყოთ ჩვენი ყოველდღიურობის ხაზი და ჩვენი ყველა სიახლე ამაზე იყოს ორიენტირებული.

მთავარი ამოსავალი არის ადამიანი, ჩვენი მომხმარებელი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი საჭიროებები დავაკმაყოფილოთ.

-საკრედიტო ბარათი საბანკო სივრცეში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძვირ პროდუქტად. რისკიანია და პლუს კომფორტულია. მაგრამ ხშირად პრობლემებია ეროვნული ბანკის მიმართვიანობას თუ ვნახავთ, თქვენი ახალი ბარათი რით იქნება გამორჩეული და რამდენად ძვირი პროდუქტია გამოვიდა. თუ შემოიტანს ის სიახლეებს ბაზარზე?

– სიახლეები და ინტერესი უკვე შემოიტანა. ერთი კვირაა, რაც წარვადგინეთ ეს პროდუქტი და უკვე იმდენად მაღალი ინტერესია, ვინც „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებელი საერთოდ არ იყო, ისინიც დაინტერესდნენ. ისეთი მაღალი ინტერესია, რომ ჩვენი მოლოდინები პრინციპში მართლდება.
ასეთი ბარათი საქართველოს ბაზრისთვის ნამდვილად სიახლეა. დღემდე არავის ჰქონია.

მისი დამახასიათებელი თვისებები არის პირველი: მისი გამჭვირვალობა და სიმარტივე.
მე პირადად წლებია საკრედიტო ბარათით ვსარგებლობ და თუ მთლიანად ვალდებულება არ გავანულე, არასდროს ვიცი, რამდენის გადახდა მომიწევს კონკრეტული გაანგარიშების თარიღში.
ამ შემთხვევაში მომხმარებელმა წინასწარ იცის,  თვეში რამდენი ლარია შენატანი საკომისიო 10, 20 თუ 30 ლარი.
შესაბამისად, მისი ფინანსების დაგეგმვა შედარებით ადვილია. მინიმალური საკომისიო წინასწარ ყოველთვის ცნობილია. რაც ფინანსების მართვას ამარტივებს და უფრო პროგნოზირებადი არის მისი ხარჯების დაგეგმვა.

მეორე, რაც ამ ბარათისთვის დამახასიათებელია, ეს არის ფასდაკლებების და ქეშბექების სისტემა, კატეგორიების მიხედვით. 6 ძირითადი კატეგორიაა, სადაც შეიძლება ადამიანმა ფული დახარჯოს.

ყოველდღიური მოხმარების საგნები,

რესტორნები და კვება,

ჯანდაცვა,

ავტომობილების მოვლა და მისი შენახვა- ექსპლუატაცია და ა.შ.

ამ 6 კატეგორიიდან მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერ ობიექტში, სადაც არ უნდა გადაიხადო, გიბრუნდება კონკრეტული ქეშბექი. მაგალითად  თუ გაქვს არჩეული სურსათის კატეგორია, ნებისმიერ მარკეტში, სადაც ბარათით იყიდი ქეშბექი უკან გიბრუნდება.
ამ ბარათს ყველაზე მაღალი ქეშბექი აქვს. ამ ფულს ემატება სტანდარტული ლოიალობები, რომელიც „ლიბერთის“ ბარათებს გააჩნია სხვადასხვა ობიექტებში.

შესაბამისად თანხის ქეშბექითა და დაზოგვის პრინციპით ამ ბარათს ანალოგი არ გააჩნია საქართველოში.

ანუ 2 მთავარი თემაა:

გამჭვირვალობა – სიმარტივე და მაღალი ქეშბექი.

ამ ეტაპზე ეს ბარათი გაიცემა უფასოდ.

-წლიური საკომისიო არ აქვს?
– ერთადერთი საკომისიოა – ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც ყოველთვიურად გადაიხდი და მისი ოდენობა თავიდანვე იცი.
მას ხარჯები არ აქვს. აქვს დამატებითი შემოსავალი, რომელიც მომხმარებელს პირდაპირ ანგარიშზე ერიცხება და ეზოგება, ყოველი ტრანზაქციის გაკეთებისთანავე მყისიერად.

საკრედიტო ბარათი ძვირი პროდუქტია, თუ მას არასწორად იყენებ, თუ გადახდებისთვის იყენებ შემდეგ ავსებ და ფარავ, შეიძლება უფასოც კი გამოვიდეს და ხარჯი ნული იყოს და მხოლოდ ბენეფიტი მიიღო და არანაირი დანახარჯი არ გქონდეს, მათ შორის არც ის საკომისიო და ყოველთვიურად დაგიბრუნდეს თანხა, რომელიც შეგიძლია შემდეგ საკუთარი საჭიროებისთვის გამოიყენო.

-მე წარმატებას ვუსურვებ ამ ახალ ბარათს და არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით და არ ვისაუბროთ სატენდერო კომისიაზე.

რამდენიმე თვეა საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრაზე მუშაობს უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც, როგორც წინასწარ იყო ცნობილი, ახლო მომავალში უნდა წარადგინოს ახალ ტენდერთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის ჩემმა, მოვითხოვეთ, რომ გამჭვირვალე იყოს პროცესი და რომ ჩვენც ჩაგვრთონ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში და ამ შემთხვევაში პრაქტიკა არსებობს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობამ უზრუნველყოს მაქსიმალურ სანდოობა. პირველ რიგში პენსიონერების პენსიის გათვალისწინებით, რომელიც საკმაოდ დიდი ჯგუფია. ქვეყანაში 800 ათასზე მეტი ადამიანია პენსიონერი. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს საბანკო სექტორის ინტერესები, ასევე თავისთავად სახელმწიფოს ინტერესები. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის, თქვენ ხომ არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია?

– დეტალური და დაზუსტებული ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. უბრალოდ ვიცით, რომ მიმდინარეობს პირობებზე მუშაობა. გამოკითხვებიც იყო ბანკებთან და დამაზუსტებელი ინფორმაცია გვთხოვეს. ჩვენი უბრალოდ მოლოდინი და სურვილია, ეს პროცესი მალე დასრულდეს. კარგი იქნება რომ წლის ბოლომდე რაღაც გადაწყვეტილება იყოს, რომ ყველანაირ სპეკულაციებს ამ თემაზე წერტილი დაესვას.
შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ თვითონ კარგად ვაკეთებთ ამ საქმეებს. ვიცით, რას ვაკეთებთ, წლებია ვემსახურებით ამ კონტრაქტს. ყველა დეტალი და ყველა ნიუანსი გააზრებული და გათვითცნობიერებულია. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. ჩვენ ვემსახურებით ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ჩვენს ყველაზე საპატივცემულო ხალხს.
რაც შეეხება დანარჩენ პირობებს, ჩვენ მზად ვართ კონკურენციისთვის, ნებისმიერი ფორმით სიტუაციის განვითარებისთვის მზად ვართ. მხოლოდ მივესალმებით იმას რომ, ტარდება ტენდერი და არის კონკურენცია.  დაე გაიმარჯოს მან, რომელიც იქნება უფრო ღირსეული და საუკეთესო პირობებს შესთავაზებს ამ ტენდერში.

– გამჭვირვალობა ალბათ თქვენთვისაც მისაღებია..

– აუცილებლად. გამჭვირვალობა როდესაც ბიზნესზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია. და ასევე პირობების სიცხადე.

– ამ ტენდერის პირობებთან დაკავშირებული იქნება ე.წ. საპენსიო სესხები. სამომხმარებლო ტიპის სესხი, რომელიც ძირითადად გაიცემა პენსიით მოსარგებლე პირებზე. ვიცით, რომ დაახლოებით 30%-ია საპროცენტო განაკვეთი. ამ მიმართულებით ხშირად ისმის კრიტიკა. თქვენი, როგორც კომერციული ბანკის, კერძო კომპანიის პოზიცია როგორია. რატომ არის დღეს მაღალი და ახალმა სატენდერო პირობებმა ამ მიმართულებით რა შეიძლება შეცვალოს?

– პირველი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მაღალია თუ დაბალი ფასი კონკრეტულ პროდუქტზე, აქვე უნდა ვიკითხოთ, რასთან შედარებით არის მაღალი.
რელევანტური კითხვა არის, ეს ფასი არის თუ არა საბაზრო.

„ლიბერთი ბანკი“ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ფასი,  არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხის, რომელიც რეგულირდება ეროვნული ბანკის ყველა რეგულაციით და ყველა წესის დაცვით, არავითარი განსხვავება არაა სახელფასო სესხსა და ამ შემოსავლით გაცემულ სესხს შორის.

ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხია. საშუალოდ, აქ არის 800-1000 ლარიანი სესხები. 1000 ლარიანი სესხი „ლიბერთი ბანკში“, რომელიც გაიცემა ამ კონკრეტული განაკვეთით, არათუ საბაზროა, უმეტეს შემთხვევაში საბაზროზე ნაკლებია. ანუ მაღალი ეს ფასი არ არის.  ჩატარდა ბევრი კვლევა და ვიცი, რომ ბევრი ექსპერტიც იყო ჩართული და დამოუკიდებელი კვლევები გაკეთდა. რომ ნახოთ იგივე ტიპის სესხებზე, რა ფასი არის სხვა ბანკებში, ნებისმიერი დარწმუნდება, რომ ჩვენი ფასი არ არის მაღალი, ის საბაზროზე ცოტა ნაკლებიც არის.

ზოგადად, რომ შევეხოთ საკითხს, რატომ არის ზოგადად 1000 ლარიანი სესხი უფრო ძვირი, ვიდრე 50 ათასლარიანი, ძალიან მარტივი პასუხია. ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, დისტრიბუციის ხარჯი აძვირებს თანხას. იმიტომ რომ 1000 ლარიან სესხს დაახლოებით იგივე დრო და რესურსი სჭირდება, რაც 20 ათას ლარიან სესხს. შესაბამისად გამოდის, რომ 1000 ლარიანი სესხის გაცემა 20-ჯერ უფრო ძვირი ჯდება.  სხვას რომ ყველაფერს თავი დაანებო, ანალოგიც რომ ვთქვათ – რატომ არის საბითუმო ფასი უფრო ნაკლები, როდესაც რაიმე პროდუქტი იყიდება უფრო ნაკლები, ვიდრე მაღაზიაში მიტანილი საბოლოო საცალო ფასი.
იმიტომ რომ იქ დისტრიბუციის ხარჯი არ არის. ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკის პრინციპი მუშაობს. როდესაც წვრილი მოცულობაა, უფრო ძვირი ჯდება დისტრიბუცია, როდესაც დიდი მოცულობაა, ბუნებრივია დისტრიბუცია უფრო დაბალია.

კორპორატიულ სესხებს მილიონიანს თუ შევადარებთ 1000 ლარიან სესხს, ბუნებრივია, იქ იქნება ფასში სხვაობა. ჩვენ უნდა შევადაროთ ვაშლი ვაშლს და არა ვაშლი – მსხალს და როდესაც ვადარებთ ვაშლს ვაშლს, „ლიბერთი ბანკის“ საპროცენტო განაკვეთები დაბალიც კი არის, არათუ მაღალი. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და შემიძლია, რიცხვებით დავუსაბუთო.

– ამ შემთხვევაში, ალბათ გასათვალისწინებელია, რო,  ამ ასაკის ადამიანების სიცოცხლის რისკს სადაზღვევო კომპანიები არ აზღვევენ.

– ეს დამატებითი ფაქტორია. მე კიდევ ბევრი შემიძლია რომ ჩამოვთვალო, ასაკთან ერთად, ბუნებრივია, ეს რისკი იზრდება და ფასში, საბოლოო ჯამში, ასახულია ყველა ხარჯი, მათ შორის დანაკარგის რისკის ხარჯი. ფაქტობრივად, დაზღვევის ხარჯი, რაც სხვა შემთხვევაში სხვა კომპანიებთან გვარდება, აქ ეს ვერ ხერხდება და „ლიბერთი ბანკის“ შემთხვევაში პირდაპირ ზარალია.

– ძალიან დიდი მადლობა. მე მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ. „ლიბერთი ბანკს“ ახალი ხედვით და სტრატეგიით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები