“შენ მოგიწევს პენსიონერების ძარცვის გაჩერება” – ამ სიტყვებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ირაკლი რუხაძეს მიმართავს.
“პირდაპირ ვეუბნები ბატონ რუხაძეს: შენ მოგიწევს პენსიონრების ძარცვის გაჩერება და მომავალში ანაზღაურება იმ ნაძარცვი თანხის, რომელიც მათ წაართვი” – გიორგი ვაშაძე
ვაშაძის განცხადებით, მას გვიან ღამით დაუკავშირდნენ კითხვით “ხომ არ შეარბილებდა ტონს ლიბერთი ბანკზე” მისი თქმით, დაუკავშირდა “კეთილი ადამიანი და არა ბოროტი” და ეს იყო “მეგობრული კონტაქტი.”
“გუშინ გვიან ღამით დამიკავშირდნენ კონკრეტული ადამიანები და ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ბატონი რუხაძის დავალებით “ლიბერთი ბანკში” მთელი მათი სარეკლამო და სოციალური მედიის ჯგუფი გადაერთო ფეიკ ნიუსებისა და პერსონალურად ჩემი „გაშავების“ საქმეზე. დამიკავშირდნენ იმაზე, რომ ხომ არ შევარბილებდი ტონს „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით, ეს იყო მეგობრული კონტაქტი. ცალსახად ვაცხადებ და პირდაპირ ვეუბნები ბატონ რუხაძეს: შენ მოგიწევს პენსიონრების ძარცვის გაჩერება და მომავალში ანაზღაურება იმ ნაძარცვი თანხის, რომელიც მათ წაართვი,”- განაცხადა ვაშაძემ.