ბერლინში „ლიბერალური მეჩეთი“ გაიხსნა. მიუხედავად ისლამის მკაცრი წესებისა, ტაძარში ქალები და მამაკაცები ერთად ილოცებენ. აღსანიშნავია, რომ ასეთი მეჩეთის გახსნას თურქი მიგრანტების შთამომავლები უკვე 8 წელია ცდილობენ და როგორც იქნა მიზანს მიაღწიეს. სამლოცველო ლუთერანული ეკლესიის მესამე სართულზეა განთავსებული და პირველ წირვას სიმბოლურად – ქალი იმამი ანი ზონეველდი გაუძღვა. როგორც ცნობილია, მეჩეთში სუნიტები და შიიტებიც ერთად ილოცებენ, ამიტომ მისი მრევლი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იქნება. რაც პირველივე წირვაზე დადასტურდა, როდესაც მეჩეთს ათობით ადამიანმა მიაკითხა.