რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი მიხაილ შახნაზაროვი შოუბიზნესის იმ ვარსკვლავებს აკრიტიკებს, ვინც რუსეთი პროტესტის ნიშნად დატოვა. 55 წლის ჟურნალისტის კრიტიკის ობიექტი ამჯერად 84 წლის ლია ახეჯაკოვაა. ჟურნალისტმა თავის საავტორო გადაცემაში ახეჯაკოვას მეორეხარისხოვანი მსახიობი უწოდა:
„არაჩვეულებრივი მსახიობია ოლეგ ბასილაშვილი, მაგრამ თავზე ლაფს გვასხამს, ლია ახეჯაკოვაზე არაფერს ვამბობ, საშუალო დონის, მეორეხარისხოვანი მსახიობია“, – ამბობს შახნაზაროვი.
ჟურნალისტი ასევე საუბრობს ანდრეი მაკარევიჩსა და მაქსიმ გალკინზე და ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერისთვის მათ სათანადო პასუხი უნდა აგონ.
„ახეჯაკოვაა დებილი და დაბოლილი და დიუჟევია პატრიოტი?“ – ალექსეი პანინის ემოციური ინტერვიუ
უკრაინის მხარდაჭერის გამო, ლია ახეჯაკოვას რუსმა მაყურებელმა სახეში წიწაკის სპრეი შეასხა