LG სმარტფონების გამოშვებასა და უკვე არსებული მოდელების განახლებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანია ოფიციალურ განცხადებას 5 აპრილს გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთკორეულ კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლები სამუშაო ადგილს შეინარჩუნებენ, მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაზე გადაიყვანენ.
თუ რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, კომპანიას ისეთი ლეგენდარული სმარტფონები აქვს შექმნილი, როგორიც Nexus 5 და Google Pixel 2 XL– ია.