LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

LG ორეკრანიან სმარტფონს გამოუშვებს

90

1 ოქტომბერს ნიუ-იორკში კომპანია LG სპეციალურ ღონისძიებაზე რამდენიმე სიახლეს წარმოადგენს, მათ შორის სმარტფონს ორი ეკრანით, ამაზე ცოტა ხნის წინ ქსელში გავრცელებული თიზერიც მიუთითებს.

ჭორებს თუ დავუჯერებთ, ახალ სმარტფონს 5,7 დუიმიანი ძირითადი დისპლეი ექნება. რაც შეეხება მეორე ეკრანს, ის პატარა ზომის იქნება და განთავსდება ფრონტალური კამერის მოდულთან. გაყიდვაში ახალი სმარტფონი მომდევნო თვეს ჩაეშვება, ოფიციალური ანონსი კი 1 ოქტომბერს იგეგმება.

12048861_1028327167198105_184717631_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები