LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus-მა ყველაზე პატარა კროსოვერი წარმოადგინა

100

Lexus-მა ყველაზე პატარა კროსოვერი წარმოადგინა. UX-ის პრემიერა ჟენევის ავტოშოუზე შედგა და როგორც კომპანიის მთავარი ინჟინერი ჩიკ კაკო აცხადებს, კროსოვერი 30 წლამდე ასაკის, ქალაქში მცხოვრები ავტომოყვარულებისთვისაა შექმნილი.

მოდელის გაბარიტული სიგრძე 4495 მილიმეტრი, სიგანე 1840 მმ, სიმაღლე კი 1520 მილიმეტრია. რაც შეეხება საბურავების ბაზის ზომას – ის მხოლოდ 2640 მილიმეტრია. შედარებით კროსოვერ NX-თან, რომელიც ამ დრომდე ლექსუსის ყველაზე კომპაქტურ მოდელად ითვლებოდა, სიახლე 145 მილიმეტრით უფრო მოკლე და 125 მილიმეტრით უფრო დაბალია. ავტომობილი ახალ პლატფორმა GA-C-ზეა აწყობილი, ეს ბაზა კი ბრენდს აქამდე არ გამოუყენებია. ყველაზე პატარა კროსოვერი ორ მოდიფიკაციაშია ხელმისაწვდომი და მსურველებს მისი ჰიბრიდული ვერსიის შეძენაც შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ მოდელის წარმოება შემოდგომისთვის დაიწყება და ევროპულ ბაზარზე ის 2019 წლის მარტისთვის გამოჩნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები