LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus–მა უნიკალური სედანის ერთადერთ ეგზემპლარი ასი წლის ერთგულ კლიენტს აჩუქა

18

”ლექსუსმა” უნიკალური სედანი ერთადერთ ეგზემპლარად შექმნა და ის საკუთარ ლოიალურ კლიენტს გადასცა. საპატიო კლიენტი ასი წლის გახდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მარკის ერთგულებისთვის ასე დაჯილდოვდა. Lexus LS 600h L-ს სამახსოვრო დაფა აქვს წარწერით ”100”, ავტომობილის ფერი და სალონის გაწყობა, თავად კლიენტმა აირჩია.

საპატიო კლიენტი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი ბარი ჰაია, რომელიც მივიდა სალონში და განაცხადა, რომ სურდა ავტოობილის შეძენა 100 000 ფუნტი სტერლინგის ფარგლებში. იმის შესახებ, რომ კომპანიამ და დილერმა მას სიურპრიზი მოუმზადა, ბარიმ იმ მომენტამდე არ იცოდა, სანამ ავტომობილის წამოსაყვანად არ გამოცხადდა. აღსანიშმავია, რომ ასი წლის მოხუცი ავტომობილს თავად არ მართავს და ამისათვის მას პირადი მძღოლი ემსახურება.

ბარი ჰაი ნამდვილად ”ლექსუსის” მარკის ფანია – ბოლო 16 წლის განმავლობაში მის ავტოფარეხში 25 Lexus-ის მოდელი იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები