LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus-მა BMW X1-ის კონკურენტი მოამზადა

19

კომპანია Lexus ჟენევის მოტორშოუზე ახალ ქროსოვერს – UX-ს წარადგენს. ამ მომენტისთვის გამოქვეყნებულია მხოლოდ პირველი ტიზერი. ავტომობილი კონკურენციას Mercedes-Benz GLA-ს, Audi Q3-სა და BMW X1-ს გაუწევს. დეტალური ინფორმაცია ავტომობილის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ქროსოვერი ამავე სახელწოდების პროტოტიპის სტილში იქნება გადაწყვეტილი, რომლის დებიუტიც ორი წლის წინ, პარიზის ავტოსალონზე მოხდა. კონცეპტი მარკის ევროპულმა დიზაინ ცენტრმა შეიმუშავა, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს. ის ე.წ კინეტიკური სავარძლებით არის აღჭურვილი. მათი საზურგეები მთლიანად ეკო-მასალისგან არის დამზადებული.

UX-ის გარდა, Lexus ჟენევაში შვიდ ადგილიან RX L-სა და კონცეპტს LF-1 Limitless წარადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები