LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის მთავრობამ 5 მლნ ევრო გამოყო

97

ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის მთავრობამ 5 მლნ ევრო გამოყო. როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის შემდეგ, პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას.

დუმბაძის თქმით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარადგენს ათწლიან გეგმას, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინებს 5 მილიონამდე ევროს. ამ თანხით, ათი წლის გნმავლობაში ლევილის მამულში ეტაპობრივად განხორციელდება როგროც შატოს, ასევე მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია რეაბილიტაცია. შესაძლებელია, აშენდეს დამატებითი ნაგებობებიც.

„ეს არის ფრანგული მხარის, პირველი რესპუბლიკის მეთაურების ოჯახების წარმომადგენელთა მოთხოვნა და  ამ დოკუმენტით ჩვენი მხრიდან დასრულდა ჩვენ მიერ აღებული თითქმის ყველა პასუხისმგებლობა. შემდგომ ნაბიჯად ველოდებით ამ ოჯახებისგან საქართველოსთვის მამულის დაბრუნების გადმოცემის საბოლოო ხელმოწერს. მთავრობის რეკომენდაციაა, რომ ეს უნდა განხორციელდეს მიმდიანარე წლის 20 სექტემბრამდე,” – განაცხადა დუმბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები