LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევილის მამულის მმართველობა კულტურის სამინისტროს გადავეცით, დარწმუნებული ვარ, თეა წულუკიანი ღირსეულად გაუძღვება ამ პროცესს: ზალკალიანი

87
1624809396-ლევილის-მამული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საფრანგეთის ქალაქ ლევილ სურ-ორჟში სტუმრობის შემდეგ განაცხადა, რომ ლევილის მამულის მმართველობა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. ამის შესახებ მან ლევილის მამულში პირველი ეტაპის სამუშაოების ე.წ ორანჟერეის პროექტის პრეზენტაციასა და ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„დღეს გადავეცით უკვე ლევილის მამულის მმართველობა კულტურის სამინისტროს, რადგან მოგეხსენებათ, რომ ლევილის მამული არის მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული კერა, ის უნდა იქცეს ჩვენი ქართველების, ფრანგების და საფრანგეთში მცხოვრები პირველი რესპუბლიკის შთამომავლების საერთო აკადემიად და იმ ადგილად, სადაც შემდგომში უნდა ჩატარდეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება: გამოფენები, სემინარები, შეხვედრები. ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის მნიშვნელოვან ადგილად იქცევა მომავალში მას შემდეგ, რაც მთლიანად დასრულდება ეს ფაზა. დარწმუნებული ვარ, რომ კულტურის სამინისტრო და თეა წულუკიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საქმეში, ღირსეულად გაუძღვება ამ პროცესს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ლევილის მამულში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები