LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევილის მამულის გადმოცემის პროცესი შესაძლოა, წელსვე დასრულდეს

102

საქართველოს დელეგაცია 18 იანვარს საფრანგეთში, ლევილის მამულის გადმოცემის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს. დელაგაციის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე იქნებიან.

”საფრანგეთში შევხვდებით ფრანგული მხარის წარმომადგენლებს და არქიტექტორ საბატიეს – იმ ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელმაც ლევილის წინასწარი შეფასებითი დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩაატარა. გავაკეთებთ ანგარიშს. ეს ანგარიში უნდა გაკეთებულიყო ერთი თვის წინ, მაგრამ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების გამო გადაიდო, ” – განაცხადა გელა დუმბაძემ.

მისივე თქმით,  ჯგუფმა არქიტექტორ საბატიეს ხელმძღვანელობით ჩაატარა ფუნდამენტური სამუშაო – გაკეთდა შატოს შენობის და ნიადაგის ქიმიური ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტაციაც შეიქმნა.

”გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მოკლე ვადებში გადმოგვეცეს ლევილის მამული, რომელიც  საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურთა მიერ ქართული ფულით არის შეძენილი. არსებობს მათი ანდერძი, რომლის მიხედვითაც მამული უნდა გადაეცეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას. ეს პროცესი იწელებოდა, რადგანაც გარკვეული პროცედეურები იყო დასაცავი,” – განაცხადა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე თქმით, შესაძლოა ეს პროცესი წელსვე დარულდეს.

”ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოსთვის, რომელსაც გააჩნია დროებით დაკარგული ტერიტორიები, ევროპის შუაგულში 5 ათასი კვადრატული მეტრის დაბრუნება უმნიშვნელოვანესი იქნება” – აღნიშნა დუმბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები