LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევილის მამული საქართველოს ოფიციალურად გადმოეცემა

156

ლევილის მამული საქართველოს ოფიციალურად გადმოეცემა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც 23 სექტემბერს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს მოაწერს ხელს. ხელმოწერით 25 წლიანი ისტორიული პროცესი დასრულდება და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება.

25 წლიანი პროცესის საბოლოო აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, ხოლო ფრანგული მხარიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები მოაწერენ ხელს.

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში – ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში – გოჩა ჯავახიშვილი, ქ. ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ლევილის მამული, საფრანგეთში პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ 1927 წლის 10 თებერვალს საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი   ფინანსური   სახსრებით იქნა შეძენილი.

მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის მხრიდან, ქონებრივი პრეტენზიის თავიდან აცილების მიზნით, მამული კერძო საკუთრებად იქნა გაფორმებული პირველი რესპუბლიკის მეთაურთა ოჯახების წარმომადგენლებზე.

ლევილის მამულის დაბრუნების შესახებ პროცესი 1998 წელს დაიწყო საქართველოს საელჩოსა და საზოგადოება „ქართული კერას“ შორის, რომელიც მალევე შეჩერდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები