გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ვასაძე თურქეთში იმყოფება, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როგორც ვასაძის თანაგუნდელმა, სოსო მანჯავიძემ თქვა, ლევან ვასაძეს “სხვადასხვა სიმპტომები ჰქონდა და კვლევებზე გადაფრინდა თურქეთში“.
მედიაში, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ვასაძე, შესაძლოა, მოწამლეს, თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
ცოტა ხნის წინ, სამოქლაქო აქტივისტმა, მანჩო გიორგობიანმა თურქეთში ჰოსპიტალიზებული ბიზნესმენი მოიკითხა და საზოგადეობას ლევან ვასაძის პასუხის საჯაროდ გაუზიარა.
“ლევანს ვუთხარი ხალხი ნერვიულობს და გგულშემატკივრობსმეთქი და ეს შემოგითვალათ”- წერს მანჩო გიორგობიანი.
„დიდი მადლობა ყველას, უფალი გვიშველის. არ იდარდოთ“, – ვკითხულობთ შეტყობინებაში.