პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აპირებს, რომ საქალაქო სასამართლოში წაგებულ შრომით დავას სააპელაციოში გაასაჩივროს. ამის შესახებ რატიანმა “TV პირველთან” განაცხადა.
„მეგონა, რომ მადლობას მეტყოდნენ, როცა საფრთხის მომცემ მედპერსონალს სამსახურიდან გავათავისუფლებდი… ნებისმიერ ასეთ დარღვევაში, სადაც დაარღვევს ნებისმიერი მედპერსონალი პაციენტის უსაფრთხოებას, ყველა ღონეს მოვიხმარ, რომ ასეთი ჩემს გუნდში არ იყოს.
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება და პირობას ვიძლევი, რომ ქალბატონ ნინოს მსგავსი მედპერსონალი… ვუსურვებდი ჩემს ქვეყანას, არ ჰყოლოდეს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, სამსახურიდან გათავისუფლებულმა ექთანმა სასამართლოში დავა მოუგო პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას.