რობერტ ლევანდოვსკისთვის 70 ათასი ევროს ღირებულების საათის მოპარვას შეეცადნენ.
ეს ამბავი დღისით-მზისით „ბარსელონას“ ბაზასთან მოხდა. პოლონელი ვარჯიშზე მიდიოდა, საწვრთნელ კომპლექსთან მას ფანები ელოდნენ. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ქურდმა მგზავრის კარი გააღო და მობილურის გატაცებას შეეცადა.
TV3 პოლიციის წყაროზე დაყრდნობით აცნობებს, რომ ძარცვა მას შემდეგ მოხდა, რაც ლევანდოვსკიმ ავტომობილის ფანჯარას ჩაუწია სამი ადამიანისთვის ავტოგრაფის მისაცემად. ამ დროს მეოთხე შიგნით შევარდა და მოდელ Patek Phillippe-ის საათი აიღო.
ლევანდოვსკი შეეცადა ქურდის დაჭერას და საათის დაბრუნებას, მაგრამ დამნაშავე გაიქცა და ფეხბურთელმა ის თვალთახედვის არედან დაკარგა. მის დაჭერაში პოლიცია დაეხმარა. აღიარების შემდეგ პოლიციელებმა საათი იპოვეს, რომელიც „ბარსას“ ბაზასთან ახლოს ბაღში ჩამარხეს.