LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევანდოვსკიმ მესის გაასწრო, წლის მენეჯერი ინგლისური ფეხბურთის დედოფალია – Tuttosport-მა პრიზები ჩამოარიგა

47
Screenshot 2021-11-23 110529

იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა სხვადასხვა საფეხბურთო ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა. რობერტ ლევანდოვსკი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ლეო მესიმ მხოლოდ სამეული დაასრულა და ჟორჟინიოსაც ჩამორჩა. გარდა ამისა, ჟურნალმა საუკეთესო საფეხბურთო მენეჯერიც დაასახელა. ის მარინა გრანოვსკაია გახდა, გამოცემამ ამ ქალის ხელში „ჩელსის“ პროგრესი დააფასა.

ვინ გახდება The Best: ფიფამ ყველა ნომინანტი დაასახელა

 

წლის ფეხბურთელი

„ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების 33 წლის ფეხბურთელმა Tuttosport-ის პრიზი ზედიზედ მეორედ მოიგო. გასულ სეზონში მან „ოქროს ბუცი“ დაისაკუთრა, რადგან ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 29 მატჩში 41 გოლით.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა „ჩელსის“ იტალიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ: 2021 წელს მან ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და ევროპის ჩემპიონატიც.

მესამე ადგილზე გავიდა პსჟ-ს ახალწვეული და არგენტინის ლიდერი ლეო მესი. ლეომ წელს ნაკრებთან ერთად პირველი ტიტული, კოპა ამერიკა მოიგო, ამასთან გახდა ტურნირის ბომბარდირი (4 გოლი) და საუკეთესო ასისტენტი (5).

გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ ყოფილი ფეხბურთელები, მათ შორის პაველ ნედვედი, ანდრეი შევჩენკო, ლოტარ მათეუსი, ხრისტო სტოიჩკოვი, სამუელ ეტოო, ალესანდრო კოსტაკურტა, რუი კოშტა და სხვები.

საუკეთსო ქალი ფეხბურთელი

„ბარსელონასა“ და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ლიკე მარტენსი წლის ფეხბურთელად დაასახელეს. მეორე ადგილზეც „ბარსას“ წარმომადგენელი გავიდა, ჯენიფერ ერმოსო, ხოლო მესამეა „ჩელსის“ პერნილა ჰარდერი.

საუკეთესო საფეხბურთო მენეჯერი

გრანოვსკაია რუსეთშია დაბადებული და რუსეთისა და კანადის მოქალაქეობა აქვს. მან უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა ნავთობკომპანია „სიბნევთში“ დაიწყო, რომელსაც ადრე რომან აბრამოვიჩი ფლობდა.
წლების განმავლობაში გრანოვსკაია მჭიდროდ თანამშრომლობდა აბრამოვიჩთან და უფროსი მრჩევლის როლში მის სხვადასხვა აქტივებს მართავდა.
აბრამოვიჩის მიერ „ჩელსის“ შეძენის შემდეგ ქალი ლონდონში გადაბარგდა და წავიდა და წავიდა.

წელს „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ამას კი წინ უძღოდა მძლავრი და ხარისხიანი სატრანსფერო კამპანია. მასალში, რომელიც გრანოვსკაიას ჯილდოს ეხებოდა, აღნიშნულია, რომ ის გახდა „ჩელსის“ „არქიტექტორი“. მას ასევე „ინგლისური ფეხბურთის დედოფალს“ უწოდებენ.

 

სხვადასხვა

Tuttosport-მა სხვა ნიმინაციებშიც გამოავლინა გამარჯვებულები. საკლუბო დონეზე საუკეთესო პრეზიდენტი გახდა „ლილის“ თავკაცი ოლივიე ლეტანგი, საუკეთესო აგენტად მიიჩნიეს იტალიელი ფედერიკო პასტორელო (ლუკაკუს დაეხმარა „ინტერიდან“ „ჩელსიში“ გადასვლაში, მიჰყავს არტურ და ფედერიკო ბერნადერსკების საქმეები), ხოლო პრიზი დიადი კარიერისთვის გადაეცა კარლ-ჰაინც რუმენიგეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები