LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ბუსა ჟვანია, სამართალდამცავებმა კლინიკიდან წაიყვანეს

390
BeFunky-collage (20)

ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებული, ზურაბ ჟვანიას შვილი – ბუსა ჟვანია, სამართალდამცავებმა ხეჩინაშვილის კლინიკიდან რამდენიმე წუთის წინ წაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების დატოვებისას ბუსა ჟვანიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პირველი სასამართლო წარდგენის სხდომა სასამართლოში ჩატარდება. პროცესი 17:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. ფაქტზე დაკავებულია, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი, მითუმეტეს, პირველი შემთხვევა ეს არ არის – გოგი თოფაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები