LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან რაზმაძე სასტუმროების მომსახურების სფეროში მიმწოდებლებს შეხვდება

103

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მორიგი შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან – სასტუმროების მომსახურების სფეროში მიმწოდებლებთან შედგება.

შეხვედრა სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) 9 ნოემბერს 11:00 საათზე გაიმართება.

როგორც “ფორტუნას” შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.

შემდეგი, მეთხუთმეტე შეხვედრა 22 ნოემბერს ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან სადაზღვევო და საპენსიო მომსახურეობის სფეროში მიმწოდებლები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.