LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან რატიანს და ალექსანდრე გოგინავას ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ

128
FORTUNA.GE- (1)

ქართველ ექიმებს ალექსანდრე გოგინავას და ლევან რატიანს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ.

აღნიშნული სტატუსი მათ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა კურდღელიას ბრძანებით, საქართველოში შექმნილი ეპიდვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისთვის მიენიჭათ.

 

 

დაჯილდოების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ქალაქის მერი და მერიის თანამშრომლები, ასევე საპატიო მოქალაქეები.

“სწორედ ასეთი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი სახელმწიფო. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ პანდემიური ვითარებისას არის საიმედო ხელში. გვეამაყებით, გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, 2021 წელს ამ ვერაგი ვირუსის დამარცხებას.” – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

შეგახსენებთ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქალაქ ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

მედიცინის დოქტორი, ანესთეზეოლოგ-რეანიმატოლოგი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ასევე ქალაქ ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 გიმნაზიის კურსდამთავრებულია.