პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ტვ პირველის“ ეთერში კორონავირუსისგან განკურნებულ ქალბატონზე ისაუბრა, რომელსაც რთული მდგომარეობა ჰქონდა.
,,დღეს ისეთი ბედნიერები ვიყავით, რადგან ქალბატონი, რომელსაც აქვს დიაბეტი ყველა გართულებით, არ აქვს ორივე ქვედა კიდური, არ აქვს ყურის ნიჟარა, არ აქვს მარცხენა ხელი, ასეთი ქალბატონი კორონავირუსის დაავადების შედეგად განვითარებული პოლიორგანული უკმარისობის შედეგად გამოჯანმრთელდა.
ამჟამად 83 ინფიცირებული პაციენტი გვყავს, აქედან რეანიმაციაში 8 პაციენტი იმყოფება. როდესაც ჩვენი კლინიკა კოვიდინფექციასთან ბრძოლაში ჩაერთო, ერთადერთი კლინიკა იყო გამართული რეანიმაციული სამსახურით და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე, კრიტიკული პაციენტი, ყველა ჩვენთან ხვდებოდა. საბედნიეროდ, ეს არ იყო დიდი რიცხვი, სულ 20-მა პაციენტმა გაიარა რეანიმაციული განყოფილება და მინდა გითხრათ, რომ წარმატებით გავიარეთ ეს ეტაპი”, – განაცხადა ლევან რატიანმა.