ოკუპირებულ ახალგორში, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ დაბრუნდნენ, ამ წუთებში სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ ორივე მათგანს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხავენ. დღეს მათი გამოკითხვა ჯერ არ მომხდარა.
ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია გუშინ დატოვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.