LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მურუსიძე: სწრაფ და სწორ მართლმსაჯულებას მეტი მოსამართლე, ფინანსები და ინფრასტრუქტურა სჭირდება

109

სწრაფი და სწორი მართლმსაჯულების განხორციელებას მეტი მოსამართლე, ფინანსური რესურსი და ინფრასტრუქტურა სჭირდება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ დღეს სასამრთლო ხელისუფლების, ბიზნეს ასოციაციებისა და ეკონომიკის მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში განხორციელდეს ინვესტიციები და განვითარდეს ეკონომიკა, აუცილებელია, იყოს სწრაფი და სწორი მართლმსაჯულება.

”აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაყენეთ საკითხები, რომელიც აწუხებს სასამართლო სისტემას, რათა მიღწეული იყოს მიზანი. კონკრეტულად სწრაფი მართლმსაჯულება რომ განხორციელდეს ამას სჭირდება მეტი მოსამართლე, მეტი ინფრასტრუქტურა, მეტი ფინანსები. იმედით ვარ განწყობილი, რომ ზოგადად იქნება მხარდაჭერა სასამართლოს მიმართ და სასამართლო საზოგადოებას უპასუხებს იმ კუთხით, რომ მიღებული იქნება სწორი კანონიერი გადაწყვეტილებები” – განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს რამდენიმე შენიშვნა, მათ შორის დავების გაჭიანურებულად განხილვა და ერთიანი სასამართლო პრაქტიკა.

”აქედან გამომდინარე ჩვენ ვამბობთ რომ სასამართლომ უნდა განახორციელოს სწრაფი მართლმსაჯულება, ამისთვის მას სჭირდება მეტი მოსამართლე. მეტი მოსამართლის არსებობის პირობებში სასამართლო უზრუველყოფს იმას, რომ იქნება სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება და ეს იქნება სწრაფი.  არ არის დასამალი, საქმეები ჭიანურდება, არ გვყოფნის მოსამართლეთა რესურსები და ინფრასტრუქტურა” – განაცხადა მურუსიძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის განცხადებით კი, ბიზნეს სექტორთან სასამართლო ხელისუფლების შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

”პრობლემები სასამართლოში გამოიხატება საქმეთა ჭარბი ნაკადით, გაორმაგებული საქმეებით, მოსამართლეთა სიმცირით, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაკლებობით და ა.შ. შევთანხმდით, რომ მოსამართლეთა სპეციალიზაციის, ასევე პროცესის მონაწილე მხარეთა ცოდნის გაუმჯობესების მიზნით იქნება საინეტერსო შეხვედრები ზოგად პრობლემურ საკითხებთან მიმართებაში” – განაცხადა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები