LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან, მოგესალმები პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეს ისწავლი, დებატებს, პოლემიკას: ზარქუა ხაბეიშვილს

41
ირაკლი ზარქუა

„ლევან, მოგესალმები პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეს ისწავლი, დებატებს, პოლემიკას,“ – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ზარქუამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილს.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ზარქუამ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუკი, ნიკა მელია იტყვის, რომ დამნაშავეა, ის მომხრე იქნება „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტიდან ამოიღონ ჩანაწერი, რომელიც ამნისტიისთვის მსჯავრდებული და ბრალდებული პირის თანხმობას საჭიროებს.

შარლ მიშელი იმიტომ იყო აქ ჩამოსული, რომ ჯალათი პოლიციელები დაეცვა? - პარლამენტში “ამნისტიის შესახებ" პროექტს განიხილავენ

პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული “ამნისტიის შესახებ" პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

„19-21 ივნისს ჰყავს დაზარალებული, როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. ასევე, დანაშაულის პოტენციური ჩამდენები, ეს ნათლად ითქვა, შენ არ ესწრებოდი და შენი გუნდელები, მაგრამ ქალბატონი სალომე ესწრებოდა და შეგიძლიათ დაეკითხოთ, შეიძლება პარტიაში არ ხართ, მაგრამ მაინც გაქვთ კომუნიკაცია, ის აგიხსნით ამას კარგად. შესაბამისად, ეხება ყველას, როგორც იმ მაკო გომურს და ტრაგედიაა ეს ჩვენთვის, ასევე იმ პოლიციელს, რომელიმეს თუ განსხვავებული პოზიცია გაქვთ, მოგისმენთ. ამის შემდეგ ითქვა, რომ 19-21 ივნისის დანაშაულის პოტენციური ჩამდენები ვინც არიან, ყველას უნდა ეპატიოს გარდა იმ კონვენციით დაცული მუხლებისა, რომელიც არის წამება, უფლებამოსილების გადამეტება. მარტივად არის კითხვა, თუ მელია, დამანაშავედ თვლის თავს, გამოვიდეს ახლა, რომ ველოდებით, თქვას, კი ბატონო, შემეშალა, ჩავიდინეო. პირადად მე ვიქნები მომხრე, რომ ამოვიღოთ ის ჩანაწერი.

როგორც ვიცი, თავს დამნაშავედ არ გრძნობს, მაშინ ჩაუტოვეთ, რომ მოითხოვოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ახლა იტყვით თქვენი სასამართლოო და ა.აშ. მაგრამ „რუსთავი2“-ის „ქეისი“ გახსოვთ, სადაც სტრასბურგმა თქვა, რომ ყველა ინსტანციაში სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული იყოო, თქვენ სხვა რამეს გვიმტკიცებდით. ახლაც აქვს შესაძლებლობა, რომ სტრასბურგში გააგრძელოს, ვინმე უშლის? ბატონო ანრი, მე მაინტერესებს, თუ ბატონი მელია ჩუმად იქნება, ხმას არ ამოიღებს, შეეხება თუ არა ამნისტია და თუ წინააღმდეგია, პროტესტს გამოთქვამს და იტყვის, არ ვარ დამნაშავეო, მაშინ ეს კანონპროექტი საშუალებას აძლევს, რომ იდაოს და მოითხოვოს სამართლიანი სასამართლო. ანუ რომ შეეხოს რამე აქტიური პოზიცია სჭირდება? ამის დაზუსტება მინდოდა ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც“. – განაცხადა ზარქუამ.

ამნისტიის კანონპროექტებში დიდ სხვაობას ვერ ვხედავ – ვერ გეტყვით, რატომ კამათობენ და ამდენი ენერგია რატომ დახარჯეს: ალეკო ელისაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები