საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მისი იოჰანესბურგის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო.
როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრების თავკაცს ფილტვები აქვს დაზიანებული და ის ახლა სიცოცხლისათვის იბრძვის.
როგორც იცით, 2 ივლისს, საქართველოს ნაკრები სტუმრად სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 9:40 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ორივე გუნდის რიგებში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
გაუქმდა სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მეორე შეხვედრა.
ასევე გაუქმდა 17 ივლისს თბილისში ჩასატარებელი მატჩი შოტლანდიის წინააღმდეგ.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ ყველას მოუწოდა მისთვის ილოცონ.
“ლევან მაისაშვილის მდგომარეობა მძიმეა. მას აქვს დაზიანებული ფილტვები და სიცოცხლისთვის იბრძვის. მოვუწოდებ ყველას ილოცონ მისთვის.”- ამბობს იოსებ ტყემალაძე.