LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარის“ შორტლისტს მიღმა დარჩა

130
braitoni

ახლახან გამოქვეყნდა ამერიკის კინოაკადემიის წევრთა მიერ შერჩეული ფილმები სხვადასხვა კატეგორიაში, რომლებიც „ოსკარისთვის“ ბრძოლას გააგრძელებენ. ეს არის მოკლე სია, ე.წ. შორტლისტი, ამ ჩამონათვალიდან კი მომდევნო ეტაპზე უკვე ხუთ-ხუთ ფილმს შეარჩევენ, რომლებიც მთავარი ჯილდოებისთვის იბრძოლებენ.

საქართველოდან საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ჩასართავად ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ გაგზავნეს. სამწუხაროდ, გამოქვეყნებულ მოკლე სიაში ქართული ფილმი არ არის. 15 ფილმს შორის, რომელსაც „ოსკარის“ მიღების შანსი გაეზარდა, იტალიური, ირანული, ავსტრიული, დანიური და სხვა ქვეყნების ფილმები მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები