LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხურციამ შვილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

130

ლევან ხურციასა და მარიამ კუბლაშვილს გუშინ ბიჭი შეეძინათ. ეს წყვილის პირველი შვილი გახლავთ. როდესაც ბედნიერ მამას დავურეკეთ, ჯერჯერობით სახელი მოფიქრებული არ ჰქონდა და გვითხრა, რომ რამდენიმე ვერსიაზე ფიქრობდნენ.

მცირე ხნის წინ კი ლევანმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, რომელიც ახალშობილთან ერთად გადაიღო და მინაწერიც გაუკეთა, საიდანაც ირკვევა, რომ პატარა ბიჭუნას ალექსანდრე დაარქვეს.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა უფალს ამ საჩუქრისთვის! დიდი მადლობა ჩემს მეორე ნახევარს ამ ბედნიერებისთვის და სიყვარულისთვის❤️❤️❤️❤️დიდი მადლობა თქვენ ყველას ჩემო მეგობრებო, ძმებო და ძვირფასო ადამიანებო… კეთილი იყოს ალექსანდრე ხურციას მობრძანება…“

13393101_10208377641571721_309378726_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები