LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხურცია: „უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრის დასის მიმართ, შეგრძნებაა, თითქოს ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი!!!“

146
levanxurtsia2045

რუსთაველის თეატრის მსახიობს, ლევან ხურცია თეატრთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა და დაწერა:

„უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრის დასის მიმართ, შეგრძნებაა, თითქოს ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი!!! ვგმობ ყველანაირ ძალადობას და ასევე ვგმობ დაუსაბუთებელ საჯარო ბრალდებებს, რომელიც ცხოვრებას უნგრევს ადამიანს. (არ ვგულისხმობ, რომ პრობლემა ხმამაღლა არ ითქვას, პირიქით, უნდა ითქვას ოღონდ რეაგირებაც უნდა მოჰყვეს, რომ არც ერთი მხარის უფლება არ დაირღვეს).

ან მიიღეთ გადაწყვეტილება შესაბამისმა ორგანოებმა და გაერკვიეთ საკითხში და დასასჯელი დაისაჯოს, ან თუ არაფრის გარკვევის სურვილი არ გაქვთ არც ერთ მხარეს, შევეშვათ თეატრის და დასის პასუხისმგებლობას, რომელიც ფაქტების გარეშე ვერანაირ ოფიციალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს (პირადად ვინ რას გადაწყვეტს, ეს სხვა საკითხია).

მორალური კუთხით თუ შევხედავთ, ერთ მხარეს ძვირფასი მსახიობის ტრაგიკული წარსულია პინაზე და მეორეზე ოჯახი, მეუღლე და სამი შვილი, რომლებიც არაფერ შუაში არიან.

პ.ს. მე პირადად არავის პირადი ცხოვრება არ ვიცი და ხმამაღლა ვერავის დავადანაშაულებ! მოძალადეა? პასუხი აგოს! ცილისწამებაა? გაირკვეს. და დავასრულოთ ეს საშინელება. სანამ არაფერია დასაბუთებული, ჩემი კოლეგიალური პატივისცემა ნინუცასაც და ბესოსაც! ვიმეორებ და ვაფიქსირებ პოზიციას, არა ძალადობას და არა ბულინგს. ამ დატანჯულ ქვეყანაში ვეცადოთ, რომ ერთმანეთის ელემენტარული პატივისცემა არ დავკარგოთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები