LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხურცია: „სიყვარული, პირველ რიგში, ინტიმურ საკითხში აბსოლუტური ურთიერთგაგებაა…“

707
levan-xurcia

მსახიობი ლევან ხურცია ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს, რა არის სიყვარული:

„სიყვარული, პირველ რიგში, არის კომფორტული ურთიერთობა ქალსა და კაცს შორის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორ ადამიანს აქვს ერთნაირი აზრი, ერთნაირად ფიქრობენ. სიყვარული, პირველ რიგში, ინტიმურ საკითხში აბსოლუტური ურთიერთგაგებაა. ინტიმური საკითხი გადმოდის ყოფაში, სადაც ორ ადამიანს შეუძლია, ერთმანეთს გაუგოს და ერთი რიტმის ქვეშ იყვნენ, ეს თანაცხოვრების არსია. სიყვარულს ფერებიც ახლავს, ეს ადამიანების ფანტაზიაზეა დამოკიდებული. სხვათა შორის, იმ პერსონაჟს, რომელსაც სერიალში „სიყვარულს მიღმა“ ვთამაშობ, ეს ძალიან აკლია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები