LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე საკრებულოს სამ წევრს ბრალი წარედგინა

273
uiui

საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილი ცემის ფაქტზე საკრებულოს სამ წევრს: ავთანდილ ცინცაძეს, თარაშ შურღაიას და ალექსანდრე ხუჯაძეს ბრალი ჯგუფური ძალადობის ბრალებით წარედგინათ. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ, სავარაუდო, ძალადობის ფაქტზე, საგამოძიებო ორგანოში ლევან ხაბეიშვილიც დაბარებულია.

ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში - ნაცემია ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)

ლევან ხაბეიშვილს "ქართული ოცნების" წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში” – წერია განცხადებაში.

შეგახსნებთ, 24 იანვარს, ბიუროს სხდომის დროს ლევან ხაბეიშვილს “ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატმა სცემა. როგორც ხაბეიშვილის ამბობს, ცემის მიზეზი მისი მხრიდან მათი კორუფციაში მხილებაა.