„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია.
მისივე თქმით, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება, ევროპული არჩევნები აინტერესებს, მაშინ სააკაშვილს გაათავისუფლებს.
„რომ გითხრათ, სალომე ზურაბიშვილზე მაღალი წარმოდგენის ვარ, ნამდვილად მოგატყუებთ. რომ გითხრათ, დიდ იმედებს ვამყარებ, ესეც არ იქნება მართალი, თუმცა 150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ყველას უნდა ესმოდეს, რომ უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება.
„ჩარევები არ „მოსულა“ – რას ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე
სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, რას ირჩევს. მას თუ აინტერესებს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება, ევროპული არჩევნები, ის გამოიყენებს ერთადერთ შესაძლებლობას და გაათავისუფლებს პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებულ პრეზიდენტს“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.