„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იმ ადამიანების ვინაობას ასახელებს, რომლებმაც კასპში დღეს პენსიონერებთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყველა მათგანი საჯარო მოხელეა.
„კასპში ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ძალადობრივი აქტის დროს მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია, ყველა საჯარო მოხელეა და თითოეულმა მათგანმა უნდა იცოდეს, დღეს იქნება თუ ხვალ, კანონის წინაშე აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა!“ – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ვიდეო: ენმ-ის განცხადებით, კასპში ხაბეიშვილს „ოცნების აქტივისტები მიუვარდნენ“
სია:
- ზურა ჩიტიშვილი – საკრებულოს აპარატის უფროსი;
- ბადრი ჯანიაშვილი – საკრებულოს დეპუტატი;
- ალექსანდრე ბიძინაშვილი – საკრებულოს წევრი;
- მარეხი ყამბეგაშვილი – ქვ.ჭალაში სპეციალისტი;
- ილია ნონიაშვილი – მერიის სპეციალისტი;
- გიული ყოჩიშვილი – კულტურის სახლში სპეციალისტი;
- დავით ალექსიძე – ააიპ სპეციალისტი;
- შორენა გოგოლაძე – გორის მერია;
- მაია შკუბულიანი – გორის კულტურის აიპი;
- მედიკო მაჭარაშვილი – გორის პარტიული აქტივისტი;
- დათო ნადირაშვილი – ქარელის ააიპი;
- ზაზა კოპაძე – ქარელის ააიპი;