LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: IRI-ის კვლევა აჩვენებს „რუსული ოცნების“ დასასრულს!

128
ფორტუნა - 2023-04-25T142921.084

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ეხმაურება საკუთარ ფეისბუკგვერდზე და წერს, რომ „ეს კვლევა „რუსული ოცნების“ დასასრულს“ აჩვენებს.

„გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც მარტის თვეში ჩატარდა. უკანასკნელ 3 თვეში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2.5 – ჯერ გაიზარდა. ნოემბრის კვლევით – 25 % ჰქონდა „ოცნებას“ და ენმ – ს 6 % .

მარტის თვის კვლევით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 14 % და „ოცნებას“ 19 % .

კვლევის მიხედვით სხვა პარტიებს ენმ 7- ჯერ უსწრებს.

ეს კვლევა, აჩვენებს „რუსული ოცნების“ დასასრულს!

რუსმა ივანიშვილმა, ყველაზე კარგად იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იზრდება და ამიტომ აბსოლუტურად ყველა ხერხით გვებრძვის!

ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ასე ახლოს რუსული „ ოცნების დამარცხებასთან“ არასდროს ვყოფილვართ!

და ბოლოს.. ტყვეობაში, ნაწამები, სიკვდილის პირას მიყვანილი სააკაშვილი, პირად რეიტინგში უგებს ბიძინა ივანიშვილს“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

IRI-ის კვლევის თანახმად, რეიტინგებში ივანიშვილს სააკაშვილმა გადაასწრო

IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება