LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ჯიბღაშვილმა „ჩაიხანა“ დახურა – „ვწყვეტთ მუშაობას…“

135
levanjibgashvili30

ლევან ჯიბღაშვილმა თავისი ერთ-ერთი ბიზნესი დახურა. რესტორნების ქსელი „ჩაიხანა“ პანდემიით გამოწვეულ რეგულაციებს შეეწირა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად რესტორნების ქსელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული:

„ვწყვეტთ მუშაობას. დაიხურა: ,,ჩაიხანა N1 თბილისი”, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის შეხვედრის და საყვარელ ადგილად იქცა 6 წლის განმავლობაში. სულ ვცდილობდით, ვყოფილიყავით პირველები. როგორ გამოგვივიდა ეს, თქვენი შესაფასებელია. მადლობა სტუმრებს, რომლებიც ერთგულად დადიოდით „ჩაიხანაში“, ჩვენ თქვენთან ერთად ვქმნიდით გარემოს, სადაც ყველა ერთად ვგრძნობდით თავს კომფორტულად, მადლობა თითოეულ თქვენგანს ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, დაფასებისთვის… მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც ერთხელ იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა, რომ გვირჩევდით…

მადლობა თანამშრომლებს, ადამიანებს, ვინც ჩვენთან მუშაობდა დღემდე ერთგულად, რომ არა თქვენ, ჩვენ ვერ ვიქნებოდით. მადლობა თითოეული ღიმილისთვის, ყოველი საათისთვის, რომელსაც ერთად ვატარებდით, თქვენი აქტიურობა და სიყვარული სამსახურის მიმართ არის დასაფასებელი. სწორედ თქვენ გაზარდეთ აქტივობა, სწორედ თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა, რომ რამდენიმე წელი ერთად ვაკეთებდით საქმეს, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს…

ჩვენ აუცილებლად შევხვდებით, ჩაივლის ეს ეპიდემია… მანამდე კი, ვიმეგობრებთ ისევ ისე, როგორც ეს ადრე იყო.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის, სითბოსთვის, ნდობისთვის“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები