LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იზორიას თქმით, მყვინთავ მებრძოლთა კურსები და ყველა მსგავსი სახის წვრთნები შეჩერებულია

127

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მყვინთავ მებრძოლთა კურსები და ყველა მსგავსი სახის წვრთნები შეჩერებულია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, წვრთნები დროებით შეჩერდება და მოხდება სრული მონიტორინგი, რათა თავიდან იყოს აცილებული ისეთი შემთხვევები, როგორიც გონიოში დაფიქსირდა.

”ჩემი თვითმიზანი არის ერთადერთი – თითოეული ჯარისკაცის უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. მე ამაზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მე დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ყველა მსგავსი წვრთნები დროებით შეჩერდეს, მოხდეს სრული მონიტორინგი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები.”