LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იზორიამ გონიოში დაკარგული სამხედროების მშობლებს თურქული ხომალდის მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

80

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ  გონიოში დაკარგული სამხედროების მშობლებს თურქული ხომალდის მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ლევან იზორიას განცხადებით, თურქეული ეკიპაჟი მაღალკვალიფიციურია, ხომალდი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით. თურქული ეკიპაჟი გონიოში სამი დღის განმავლობაში განახორციელებს სამძებრო ოპერაციებს, საჭიროების შემთხვევაში სამძებრო სამუშაოების პერიოდი გახანგრძლივდება.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გონიოს სანაპიროსთან მყოფ თურქულ ხომალდ Minehunter-ზე იმყოფებოდა.  ხომალდი გონიოს სანაპიროზე 07:00 საათზე შევიდა. 16 აგვისტოს გონიოში წვრთნების დროს 2 კურსანტი წყალში დაიკარგა. მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები