ლევან იზორია თანამდებობას ტოვებს. როგორც მან POSTV-ის ეთერში განაცხადა, გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერშია მიღებული და არ უკავშირდება მის ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტს. იზორია ასევე აცხადებს, რომ გერმანიაში ელჩად ინიშნება.
“ჩემთვის ეს უდიდესი გამოწვევა და პატივია”, – განაცხადა იზორიამ და აღნიშნა, რომ გერმანიაში 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ამ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირები აქვს, რადგან იქ მიიღო მაგისტრის ხარისხი და შემდეგ აგრძელებდა მუშაობს.
ლევან იზორია გერმანიაში თებერვალში ჩავა, მისი ელჩად დანიშვნის პროცედურები უკვე დაწყებულია.