LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იოსელიანი – ქუთაისის და ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა, ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება

143
ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

როგორც განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველი წარმომადგენელი და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.

„სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში, თითოეული საქმე გადაამოწმოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების ბუნტია.

„დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და რაიმე განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებენ უწყებაში.

ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ ცნობები სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები