LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

119
gogichaishvili

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

“ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. “ოცნებამ” დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში იურიდიულად უფორმებდნენ ყველაფერს, რასაც ის ქვეყნის წინააღმდეგ ჩადიოდა”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება ეკა ბესელიას, ის განცხადების გაკეთებას 12:00 საათზე გეგმავს.