LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ღვინჯილია იმის შესახებ, რატომ უნდა შეიცვალოს ჰიმნი (ვიდეო)

2295

სოციალურ ქსელში ლაშა ვერულაშვილი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ლევან ღვინჯილია აკრიტიკებს საქართველოს ჰიმნის ტექსტს და მისი შეცვლის აუცილებლობაზე მსჯელობს.

„ცისკრის ვარსკვლავი ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება – ავტორმა არ იცის, რომ ორ ზღვას შუა გაბრწყინებული ცისკრის ვარსკვლავი დღეს ხუთიდან ოთხ შემთხვევაში იქნება აზერბაიჯანში და ერთი ჩრდილოეთ კავკასიის თავზე და ის საქართველოში არაფრით გაბრწყინდება… თავი დავანებოთ, ეს შეიძლება იყოს გეოგრაფიის ან ასტრონომიის არცოდნის ბრალი. ისიც არ იცის, რომ ცისკრის ვარსკვლავი, მითოლოგიის მიხედვით, არის ვენერა, ლუციფერი და არის სატანა, შავი ხახა აქვს და ნთქავს ყველაფერს. ეს არ შეიძლება, გაახმიანო მართლმადიდებელი ადამიანის ჰიმნში.

ანუ მეტაფორულად რისი თქმა უნდა იცით? ცისკრის ვარსკვლავი ჩნდება გამთენიისას და არის გათენების მომასწავებელი, რახან გამოჩნდა ორ ზღვას შუა აკიაფდა, აზერბაინანთან სადღაც, მაგრამ მაინც (იღიმის), მართალია, მეტაფორულად ბნელში ვართ ქვეყანა, მალე გათენდება და ნათელში გავა ქვეყანა, კი მაგრამ, შენ არ მითხარი წეღან, „განათებული მთა-ბარი წილნაყარია ღმერთთანა“-ო? თუ განათებულია, მაშინ რაღას ველოდები გათენებას?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები