Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ლევან დავითაშვილის განცხადებით, თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ტერიტორიის შესწავლა მიმდინარეობს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილის განცხადებით, თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ტერიტორიის შესწავლა მიმდინარეობს

177
დავითაშვილი (2)

ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ტერიტორიის შესწავლა უკვე დაწყებულია. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყნის ამბიციები ბევრად აღემატება თბილისის აეროპორტის შესაძლებლობებს.

“ჩვენთვის აეროპორტი ძალიან მნიშვნელოვანია. აეროპორტი არის კარიბჭე, ქვეყნის სახე. შესაბამისად, ამბიციები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, ბევრად აღემატება იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ აეროპორტს აქვს. თბილისის აეროპორტში ჩვენი გათვლა შემდეგი 10 წლის განმავლობაში, 10 მლნ მგზავრზე მეტია. აეროპორტის განვითარება გრძელვადიან პერიოდზე იგეგმება. ჩვენი გეგმა, თბილისი აეროპორტის 2050 წლამდე განვითარების ხედვის არსებობაა.

არსებულ ტერიტორიაზე სივრცე შეზღუდულია, მას აქვს გაფართოების შესაძლებლობა, მაგრამ როდესაც გრძელვადიან პერიოდზეა საუბარი, ამას ვერ უპასუხებს.

„ფრენებზე მივიღეთ მომართვები რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის არის ქართულიც“ – როდის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო 

ამიტომ დავიწყეთ ახალი ლოკაციის შესწავლა. არ მინდა დეტალებში შევიდე, შეიძლება ამით საკითხი დავაზიანოთ. მიმდინარეობს მუშაობა აეროპორტების გაერთიანების მხრიდან ახალი ლოკაციის დეტალურ შესწავლაზე (მათ შორის ნავიგაციის კუთხით უკვე ჩატარებულია შესწავლა), რათა დავიწყოთ აეროპორტის განვითარება. ეს არ არის მარტივი პროცესი.

TAV-თან ხელშეკრულება 2027 წლის დასაწყისამდე გვაქვს. ეს ოპერატორი კომპანიაა. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანამ თვითონ განავითაროს აეროპორტი. კრიტიკული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საკუთრებაში ყოფნა აუცილებელია კონკურენტული გარემოს შენარჩუნებისთვის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ოპერირების ნაწილში გვყავდეს პროფესიონალი კომპანიები, როგორიცაა TAV. ამიტომ ეს შეიძლება იყოს TAV, ან სხვა კომპანია, რომელიც ღია კონკურენციის პირობებში შეირჩევა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.