LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – საგზაო-სატრანსპორტო კავშირი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის ყველა სექტორის განვითარებისთვის

116
ლევან

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „შუა დერეფნის“, როგორც საერთაშორისო კავშირების მნიშვნელოვან ფაქტორზე ისაუბრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე ამავე სახელწოდების პანელურ დისკუსიაზე.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგზაო-სატრანსპორტო კავშირი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის ყველა სექტორის განვითარებისთვის. მისი თქმით, ხუთი წელია წინ სამუშაოდ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, საკანმომდებლო ჩარჩო და ა.შ. ასევე, საჭიროა აქტივობების, საქმიანობის კოორდინაცია, რათა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო პროექტები იყოს მიმზიდველი, სანდო და გამჭვირვალე.

პანელურ დისკუსიაში ვიცე-პრემიერთან ერთად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ენვერ ისკურტი, ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრი სატჟან აბლალიევი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების (IRU) გენერალური მდივანი უმბერტო დე პრეტო.

დაკავშირებადობა – ეს წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა. დისკუსიის მონაწილეები სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებს და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები