LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი ე.წ „ფორით“ არის მოსული, რადგან პანდემიის პერიოდი გავლილია – ივა ჭყონია

65
ipiccy-image

„ძირეული ცვლილებები თუ არ მოხდა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება,“– ასე ეხმაურება დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია სამთავრობო ცვლილებებს. მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ეკონომიკის ყოფილ და ამჟამინდელ მინისტრებზე ისაუბრა.

„ნათია თურნავას ვიცნობ, პიროვნულად სიმპათიით ვარ განწყობილი და მომავალ საქმიანობაში წარმატება მინდა ვუსურვო. მე რომ არ შევაფასო მისი მინისტრობის პერიოდი, ნათელია ქვეყანა როგორ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, შესაბამისად, სად იყო ჩავარდნა, რატომ იყო და როგორ იყო, ამას ალბათ, უფრო კარგად დავინახავთ“, – თქვა ივა ჭყონიამ.

რაც შეეხება ახალ მინისტრს, ივა ჭყონია ამბობს, რომ ლევან დავითაშვილი ე.წ  „ფორით“ არის მოსული, რადგან პანდემიის პერიოდი გავლილია და შედარებით, სტაბილური ეკონომიკური პერიოდი იწყება.

„პანდემიის დასაწყისში, ლევან დავითაშვილს ჩაბარებული ჰქონდა ერთ-ერთი მიმართულება: ქვეყნის სურსათით მომარაგების სტაბილურობა, ამ პროცესში მჭიდროდ ვიყავით ჩართული. შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ სმარტია მისი ხედვა ბიზნესის მიმართ და კარგად ესმის თუ რა სჭირდება,“- აღნიშნა დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები