საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. აღნიშნული დოკუმენტის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
„ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა წინასწარი დასკვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების თაობაზე. მინდა გაგაცნოთ რამდენიმე ძირითადი ასპექტი ამ დასკვნისა, რომელიც ვენეციის კომისიის შეფასებით, ეყრდნობა ამ საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებას ევროპულ სტანდარტებთან. გარდა იმ საკითხებისა, რაც ეხება სავარაუდო ანტიკონსტიტუციურობასგარკვეული მუხლებისა, რომლებიც მოცემულია საკანონმდებლო ცვლილებებში. პირველ რიგში, ის საკითხები, რომელზეც ჩვენ თავიდანვე საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა დადებითი მოსაზრებები, კონკრეტულად ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობას სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში, თავიდანვე იქნა ჩვენი მხრიდან წარმოჩენილი, მაგრამ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც თავიდანვე პრეზიდენტს ჰქონდა კრიტიკული დამოკიდებულება და ისევე როგორც დადებით ნაწილში, ამ უარყოფით ნაწილშიც, ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, მანამდე გამოხატული წინადადებები და კრიტიკული შენიშვნები. კონკრეტულად ეს ეხება რამდენიმე საკითხს, რომელიც არის პრინციპული,“ – განაცხადა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევანბოძაშვილმა.