LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბერძენიშვილი : ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს, თუ მელიას ჯანმრთელობა

92

„არ მინდა, სიტყვა „სპორტსმენი“ გამოვიყენო იმ ჯალათების მიმართ, რომლებიც, თურმე, სპორტსაც ემსახურებიან,“ – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილა კორცხელის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა. დეპუტატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

,,თუკი უმრავლესობის დეპუტატის პიჯაკის შეურაცხყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით,  მე მაქვს კითხვა – 20 კაცის მიერ პარლამენტის წევრების, ოპოზიციური პარტიის ლიდერების ფეხქვეშ გაგდება, ცემა-ტყეპა მთელი მსოფლიოს დასანახად, ისჯება თუ არა? როგორ არის საქმე – ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს თუ მელიას ჯანმრთელობა? საერთოდ, ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა პატივისცემას?! არ მინდა, სიტყვა “სპორტსმენი” გამოვიყენო იმ ჯალათების მიმართ, რომლებიც თურმე სპორტსაც ემსახურებიან. არანაირი სპორტსმენები ისინი არ არიან, დაივიწყეთ. სპორტსმენი არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და პატივსაცემი პროფესია. კაცი, რომელიც ჩავა, თუნდაც ძალიან დიდი გულშემატკივარი იყოს ამა თუ იმ პარტიის, რათა ვინმე სცემოს, ის სპორტსმენი არ არის. ის სხვა შეფასებას იმსახურებს. მე არ ვარ სასამართლო, მაგრამ ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები