“ე.წ. კაბელების საქმე ძალიან ჰგავს “ფოტოგრაფების საქმეს“ და იმედი მაქვს, ეს საქმეც ასე დამთავრდება” – ამის შესახებ ჟურნალისტებს “რესპუბლიკური პარტიიდან” დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭოზეც განაცხადეს, რომ საქმე იყო პოლიტიკური. მანვე აღნიშნა, რომ თითქმის მთელმა ფრაქციამ ხელი მოაწერა თავდებობას, ხოლო მინისტრმა თინა ხიდაშელმა ეს ხალხი სამსახურში დააბრუნა.
რაც შეეხება “ეროვნული ფორუმის“ წინადადებას, რომ მსჯავრდებული პირები პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს, ბერძენიშვილის თქმით, პრეზიდენტი შეწყალების უფლებას მიმართვის გარეშეც ფლობს.
“იმედი მაქვს, მომდევნო სასამართლო მაინც გაითვალისწინებს იმას, რომ როგორც ჩანს, ვერ შეგროვდა სათანადო მტკიცებულებები დამნაშავეობის განსასაზღვრად. ჩემზე, როგორც ყოფილ პატიმარზე, ძალიან მძიმედ იმოქმედა იმან, რომ ხუთივე დამნაშავე აბსოლუტურად ერთნაირად არის დამნაშავე და ხუთივეს შვიდ-შვიდი წელი ეკუთვნის, საიდანაც გამიჩნდა განცდა, რომ არც ერთს არ ეკუთვის შვიდი დღეც კი“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.