LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბახია: „სანამ „ფორსაჟის“ გადაღებების უაზრო კრიტიკას დაიწყებთ…“

732
BeFunky-collage (35)

პროდიუსერი და სცენარისტი, ლევან ბახია წერს, რატომ არის კარგი, რომ საქართველოში „ფორსაჟის“ გადაღებები მიმდინარეობს და მოჰყავს არგუმენტები საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად.

გთავაზობთ მის პოსტს:

„როცა უცხოური ფილმის გადაღება ხდება ჩვენს ქვეყანაში წარმოუდგენელ სარგებელს ნახულობს ხალხი, უმარტივესი ლოგიკაა – ფილმის გადაღებისას ხარჯების გაწევა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ქართული კომპანიები და ადამიანები საქმდებიან. მაგრამ შემოსავალის მიღება სად ხდება? სხვა ქვეყნებში. იმიტომ რომ ამ ფილმის შემოსავალი ქართულ კინოთეატრში იქნება ზღვაში წვეთი, მილიონები, რომელიც ფორსაჟის გადაღებისას იხარჯება ჩვენს ქვეყანაში რომ ამოიღონ ამერიკაში, ევროპაში და მსოფლიოს მაშტაბით კინოთეატრეში მისული ხალხის მიერ ნაყიდი ბილეთებით ხდება.

ანუ გამოდის რომ უცხოელები მიდიან კინოში და ნაყიდი ბილეთიდან ფული ჩვენს ქვეყანაში შემოედინება. თანაც მაგარი რა არის იცით? განსხვავებით სხვა ინვესტიციისგან, თანხა ნაწილდება პირდაპირ ხალხში. ანუ მთელი გადაღება, მანქანების ქირაობა, განათება, გამვლელები, მსახიობები, სასტუმროები, კვების ობიექტები, და უამრავი სხვა შემსრულებელი კავდება პირდაპირ. და არა ის რომ ერთ ქარხანაში და ერთ ჯგუფში შევიდა ინვესტიცია როგორც სხხვა დროს ხდება.

მარტივად რომ ვთქვათ, ფილმის გადამღები ჯგუფი რომ ჩამოდის, ძალიან კარგი ტურისტები არიან. დავუშვათ, ახლა ფორსაჟის გადასაღებად ჩამოვიდა 100 უცხოელი ჯგუფის წევრი. მათ 10 დღეში უნდა დახარჯონ 30$ მილიონი. ანუ გამოდის, რომ ერთი ჩამოსული დღეში 30000$ ხარჯავს. როგორც ტურისტი, სამსახურში მუშაობს და ხელფასს იქ იღებს თავის ქვეყანაში, და ხარჯავს ჩვენთან, იგივეა კინო. სხვა მსგავსი დარგი არ არსებობს.

ასე რომ, სანამ უაზრო კრიტიკას დაიწყებთ ამ პროცესისას, გაითვალისწინეთ რაც ხდება. ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ მხრივ, და ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ. კი არ ვიწუწუნოთ. გვიხაროდეს უნდა. და ვინმეს რომ არ ეგონოს განვმარტავ, რომ ფორსაჟი ჩვენი პროექტი არ არის, და არ გეგონოთ, რომ პირადი ინტერესებიდან ვიცავ. უბრალოდ, მართლა ყველა ჩვენგანისათვის კარგია.

EDIT: დავამტებ, რომ, ის ნეგატივიც რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებით ხდება ამ პროცესისთვის შეღავათის გაკეთება, არასწორია. გადასახადებს თვითონვე იხდიან და გამოთვლილი მაქვს, რომ სადღაც 33%-მდე შედის ბიუჯეტში. და აქედან 20-25%-ს უბრუნებს ბიუჯეტი. გამოდის რომ 10% სარგებელს სახელმწიფოც ნახულობს, გარდა იმისა, რომ ქართულ საზოგადოებაში იჟღინთება თანხა. მოკლედ კველაფერი კარგად არის. სადარდებელი ეს არ არის, ეს სანატრელია, რომ ბევრი იყოს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები