უეფამ გამოაქვეყნა თანხები, რომელიც 2016-2017 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მონაწილეებმა გამოიმუშავეს.
ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო “იუვენტუსმა” – 110 434 000 ევრო. მეორეზეა “ლესტერი” – 81 681 000 ევრო, მესამეზე მოქმედი ჩემპიონი “რეალი” – 81 051 000 ევრო.
თითოეული გუნდისთვის გადახდილი თანხა დგება მონაწილეობისთვის და შედეგებისთვის მიღებული ფულისგან, აგრეთვე, მარკეტინგული შემოსავლებისგან.