„ლესტერის“ მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი კომენტარს აკეთებს იმაზე, რომ ჯეიმი ვარდის შესახებ გადაღებულ ფილმში ის შესაძლოა ორგზის „ოსკაროსანმა“ რობერტ დე ნირომ განასახიეროს.
„რაღაც გავიგე ამაზე. რატომაც არა? დე ნირო – ფანტასტიური მსახიობია“, – თქვა რანიერიმ.
შეგახსენებთ, კარგა ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ლესტერის“ და მისი ახალი გმირის ჯეიმი ვარდის თაობაზე ჰოლივუდში ფილმის გადაღებას გეგმავენ. ულტრასენსაციური ჩემპიონობისკენ მიმავალი ვარდი სულ ცოტა ხნის წინ მტვირთავად მუშაობდა ქარხანაში, ახლა კი ინგლისის ჩემპიონობას უმიზნებს და თან ეროვნულ გუნდს უნდა გაყვეს ევროპის ჩემპიონატზე.