”ლესტერი” პრემიერლიგაში გამარჯვების შემთხვევაში პრემიას ვერ მიიღებს.
კლუბის ბოსები ბუნებრივია ტიტულის მოპოვებას ვერაფრით იფიქრებდნენ.
”ლესტერის” ხელმძღვანელობას სეზონის წინ საჩემპიონო ბონუსების პუნქტი არ გაუთვალისწინებია. გუნდს ამოცანად დაუყენეს: პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება, რისთვისაც ფეხბურთელები 3.5 მილიონ ფუნტ (4.5 მილიონი ევრო) მიიღებენ. იმ შემთხვევაში თუ გუნდი მე-12 პოზიციაზე მაღლა აღმოჩნდება, ფეხბურთელები 6 მილიონ ფუნტს (7.7 მილიონი ევრო) გაინაწილებენ.
როგორც წესი, ბონუსებს სეზონის წინ ადგენენ და მერე გადახედვას აღარ ექვემდებარება.